10.ოქტომბერი .2020 10:31

სოფლის განვითარების სააგენტო: სახელმწიფოს მხარდაჭერით 10,000 ჰა-მდე ბაღები გაშენდა

views 349
უკან

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის ილია თამარაშვილის ინფორმაციით,„მთელი საქართველოს მასშტაბით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღების ფართობი 10,000 ჰა-მდეა და მათ შორის 3,000 ჰა კაკლის ბაღია.

ამის შესახებ თამარაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში განაცხადა, სადაც „დანერგე მომავლის“ ბენეფიციარის ბაბეკ ნიაზოვის კაკლის ბაღი დაათვალიერა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზემო არქევანში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფერმერმა ბაბეკ ნიაზოვმა კაკლის ბაღი გააშენა. 4 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენების და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის ფერმერმა 16,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, მათ შორის, 10,000 ლარზე მეტი ნერგების შესაძენად, ხოლო 6,000 ლარზე მეტი - წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. წელს ბაბეკ ნიაზოვი პირველ მოსავალს, 5 ტონა კაკალს ელოდება. ბაღში 10 ადგილობრივია დასაქმებული“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყოფს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა