მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ ახალ პროგრამაზე ისაუბრა.
სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ ე.წ "ლიდერ” პროგრამის ფარგლებში, 1 მლნ ლარია გათვალისწინებული, რომელიც სოფლის განვითარებისაზე იქნება მიმართული.
„ჩვენ ვიწყებთ, ეგრეთ წოდებულ, „ლიდერ” (LEADER) პროგრამას, რომელიც ევროკავშირთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად შევიმუშავეთ. ეს არის ევროპული დაფინანსების პრინციპი სოფლის განვითარებისთვის. პროცესში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორი. ამ ჯგუფების ერთობლივი წინადადებების საფუძველზე, მოხდება კონკრეტული პროექტების დაფინანსება. ეს არის სრულად ევროპული მოდელი. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, 1 მლნ ლარია გათვალისწინებული. ჩვენ დავაკვირდებით პროგრამის განვითარებას და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა მინისტრმა.
ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტი იზრდება გარემოს დაცვის მიმართულებითაც. მთლიანობაში, შარშანდელ წელთან შედარებით, გარემოს დაცვის მიმართულებით ბიუჯეტის დაახლოებით, 18 %-იანი ზრდაა.
„იზრდება დაფინანსება ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, ასევე გაიზრდება დაცული ტერიტორიების ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-მოწყობისთვის და დაცულ ტერიტორიებზე მეტი ვიზიტორის მოზიდვისთვის. დაფინანსება გაიზრდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიმართულებით. მთლიანობაში რომ შევაფასოთ, ფაქტობრივად, არ რჩება პროგრამა, სადაც წლევანდელ წელთან შედარებით, დაფინანსების მცირედით ან დიდი ზრდა არ გვქონდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას გარკვეულ ახალ ინიციატივებზე“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი