მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიების გამოყენებას ალტერნატივა არ აქვს - ილია თამარაშვილი

63aab02392301
გიორგი არონია
27.12.22 22:11
747
სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ილია თამარაშვილის განცხადებით, გლობალურად შეზღუდული მიწის რესურსებიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენება უალტერნატივოა.

მან, BMGTV-სთან განაცხადა, რომ პირველ რიგში, ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერება სოფლის მაცხოვრებლებში უნდა ამაღლდეს.

„სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიების გამოყენებას ალტერნატივა არ აქვს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კვლევით, იმისთვის, რომ 2050 წლისთვის, მსოფლიომ მოსახლეობის გამოკვება შეძლოს, სოფლის მეურნეობის წარმოება 70%-ით უნდა გაიზარდოს. რესურსები არ გაიზრდება, ცხადია - იგივე რესურსები იქნება მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ამგვარად, უნდა შეიცვალოს მიდგომა, რომელიც გონივრული და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს - ამ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში, პროდუქტიულობის კუთხით აუცილებლად მივიღებთ მეტ ხარისხსა და რაოდენობას.

პირველ რიგში, [ტექნოლოგიებთან დაკავშირებით] ცნობიერება არის ასამაღლებელი. როგორც იცით, ბოლო თვის განმავლობაში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში გონივრული ტექნოლოგიების სუბსიდირების პროგრამა დავამატეთ - საუბარია გაფრქვევისა და სკალირების ფუნქციის მქონე აგროდრონებზე და მეტეოსადგურებზე, რომლებიც მონტაჟდება ფერმაში და აგროვებს მონაცემებს, რომელთა დამუშავების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება, თუ რა სამუშაოები ჩატარდეს, როდის და რა რაოდენობით“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა და დასძინა, რომ ქართული სოფლის ტექნოლოგიური აღჭურვისთვის  დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნა მნიშვნელოვანია.