მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს ბაზრების დივერსიფიკაციისკენ მოუწოდებს – შეხვედრა უწყებაში

623abcfc346a4
მარიამ იზორია
23.03.22 10:31
846
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ატმის, საადრეო კარტოფილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოსავლის აღებისა და დაბინავების კუთხით მოსალოდნელ გამოწვევებზე იმსჯელეს.

როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ექსპორტიორებმა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე აქტიურად უნდა იმუშაონ, სახელმწიფოს მხრიდან კი მხარდაჭერა ექნებათ.

„შეხვედრა გვქონდა საადრეო კარტოფილის და ატმის მწარმოებელ ფერმერებთან და ექსპორტიორებთან. მათი შემოსავალი დამოკიდებულია რეალიზაციის შესაძლებლობებზე - სად გაიტანენ, როგორ მოახდენენ ექსპორტს. შეხვედრაზე იმ შესაძლო რისკებზე ვიმსჯელეთ, რასაც, არსებულ პირობებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს. ექსპორტიორებს მიეცათ განმარტება, რომ რაც შეიძლება მეტი იმუშაონ ბაზრების მოძიებაზე. წელს, როგორც ატმის, ისე საადრეო კარტოფილზე არის ძალიან მაღალი მოსავლის მოლოდინი; გასული წლის წარმატებულმა შედეგებმა ფერმერებს მისცა სტიმული, რომ მეტი ემუშავათ, ეზრუნათ და მეტი მოსავალი მიეღოთ; ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდეს ყველაფერი, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ პროდუქციის რეალიზაცია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ფერმერებისა და ექსპორტიორების განცხადებით, ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე აქტიურად მუშაობენ, მათ შორის მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებთანაც მიმდინარეობს.

„ჩვენ მზად ვართ, ექსპორტი განვახორციელოთ იმ ბაზრებზე, რომლებზეც აქამდე ვმუშაობდით; თუმცა, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპულ ქვეყნებთან. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა; სამინისტროს წარმომადგენლები გვეხმარებიან რეალიზაციის უზრუნველყოფის პროცედურებში. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურს ამ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ექსპორტიორმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მწარმოებლებთან, ექსპორტიორებსა და იმპორტიორებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. კომუნიკაცია მომავალშიც იგეგმება.