12.მაისი .2020 22:55

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორსართულიანი საკონფერენციო დარბაზის აშენებისთვის 1,6 მლნ-ს დახარჯავს

views 459
უკან

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორსართულიანი საკონფერენციო დარბაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1 665 000 000 მილიონი ლარი. წინადადებების მიღება დაიწყება 28 მაისს და დასრულდება 2 ივნისს.

სამუშაოების შესრულების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 01 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონფერენციო დარბაზი უნდა აშენდეს სამინისტროს ტერიტორიაზე, კერძოდ, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა