მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, ₾95 მილიონით იზრდება”

633b0479c7a0f
BM.GE
03.10.22 20:00
572
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას თქმით, სამინისტროს დაფინანსება, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, ₾95 მილიონით იზრდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. ზრდა გვაქვს ფაქტობრივად ყველა მიმართულებით, ყველა პროგრამაში: „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება და, რა თქმა უნდა, აგროსასურსათო პროდუციის პოპულარიზაციის მიმართულება, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

ბიუჯეტის ზრდა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ყველა ამ პროექტში, დაფინანსების ყველა მექანიზმში, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ფერმერებს და მეწარმეებს, არის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა. ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა ბაღების გაშენებაზე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნაზე. აგროკრედიტის პორტფელი 1 300 000 000 ლარის ფარგლებშია. ბიუჯეტი იზრდება ყველა მიმართულებით“, - განაცახადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაც გაგრძელდება, რომლის ფარგლებში, 10 მლნ ლარია გათვალისწინებული. ამასთან, მისი თქმით, მთავრობა იმსჯელებს და დაფინანსების მექანიზმებთან დაკავშირებით მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ მცირე ფერმერები, რომელთაც არ აქვთ დიდი მიწის ნაკვეთები, გაერთიანდნენ და ტექნიკა ერთობლივად შეიძინონ. სახელმწიფო კი მათ თანადაფინანსების სახით დაეხმარება.