მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მის სსიპ-ებსა და შპს-ებში 20 „მრჩეველია“ დასაქმებული

615db7a33684e
თელარა გელანტია
07.10.21 10:15
972
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის სააგენტოებში „მრჩევლის“ პოზიციაზე 20 პირია დასაქმებული.

ინფორმაცია bm.ge-მ სამინისტროდან ოფიციალურად გამოითხოვა. როგორც ირკვევა, უშუალოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე დასაქმებულია 5 თანამშრომელი ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე და მათი ყოველთვიური ჯამური სარგო 15 600 ლარია.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ისევე როგორც უწყებების უმრავლესობამ „მრჩევლების“ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ვინაობის გასაჯაროებაზე bm.ge-ის უარი უთხრა და მიზეზად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მოიყვანა, თუმცა უწყებების უმრავლესობისგან განსხვავებით, მრჩევლების სამუშაო აღწერილობის შესახებ ინფორმაცია მოგავწოდეს.

“უცნობი“ მრჩევლების რაოდენობა და ყოველთვიური დარიცხული ხელფასი სამინისტროს 6 სსიპ-სა და 1 შპს-ში:

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო - 1 მრჩეველი, სარგო 2800 ლარი

სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში მრჩეველის პოზიციაზე, განუსაზღვრელი ვადით დასაქმებულია 1 ადამიანი.

დასაქმებულის სამუშაოს აღწერილობა განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის–სურსათის ეროვნული
სააგენტოს უფროსის მრჩევლის (MR-1) თანამდებობრივი ინსტრუქციით და მის უფლება-მოვალეობაში შედის:სააგენტოს უფროსისთვის რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად; კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობაში მონაწილეობა.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო - 3 მრჩეველი, ჯამური სარგო 6150 ლარი

თავმჯდომარის მრჩეველი მევენახეობა-მეღვინეობის საკითხების მიმართულებით;
თავმჯდომარის მრჩეველი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
თავმჯდომარის მრჩეველი სტარეგიული განვითარების საკითხებში.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო - 3 მრჩეველი, ჯამური სარგო 9800 ლარი

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში მრჩეველის პოზიციაზე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 3 პირი (2 განუსაზღვრელი და 1 განსაზღვრული ვადით):
სააგენტოს უფროსის მთავარი მრჩეველი
სამუშაო აღწერილობა-სააგენტოს უფროსისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; სააგენტოს პროექტებში და პროგრამებში მონაწილეობის მიღება.
სააგენტოს უფროსის მრჩეველი
სამუშაო აღწერილობა-სააგენტოს უფროსისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი
სამუშაო აღწერილობა-მრჩეველი ამინდის პროგნოზის მოდელირებისა და დანერგვის სფეროში

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი - 3 მრჩეველი, ჯამური სარგო 3300 ლარი

სსიპ ,,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრში’’ დასაქმებულია 3
მრჩეველი:
მრჩეველი 1 - სამუშაო აღწერილობა:
- დირექტორის ადმინისტრაციული მხარდაჭერის განხორციელება;
- დირექტორის საქმიანი კორესპონდენციის მართვა;
- დირექტორთან ვიზიტორების მიღების განრიგის წარმოება;
- დირექტორის ელექტრონული საქმიანი წერილების მიღება, გადამისამართება,
გაგზავნა;
- საელჩოებთან, სასტუმროებთან, ავიასააგენტოებთან და სხვა გარეშე პირებთან
ურთიერთობა;
- დოკუმენტების თარგმნა;
- ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა, ორგანიზება;
- უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა/მიმოწერა.
მრჩეველი 2-სამუშაო აღწერილობა
- დაგეგმილი პროგრამების/პროექტების კოორდინირება;
-მედიასთან და პრესასთან, სამეცნიერო პოპულარულ გამოცემებთან
ურთიერთობის კოორდინირება;
-ექსტენციის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინირება;
-დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინირება.
მრჩეველი 3-სამუშაო აღწერილობა
- რეგიონებში არსებული სამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობების
საკითხების კოორდინირება;

შპს „საქართველოს მელიორაცია’’ - 2 მრჩეველი, ჯამური სარგო 8300 ლარი

შპს „საქართველოს მელიორაციაში“ გენერალური დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულია 2 თანამშრომელი (განსაზღვრული ვადით):
მრჩეველი 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: გენერალური დირექტორისთვის სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციების გაწევა; გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით ცალკეული დავალებების შესრულების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, დოკუმენტების განხილვა და ვიზირება/ხელმოწერა; კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება.
მრჩეველი 2
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ენერგორესურსების მართვისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებათა შესახებ წინადადებების წარმოდგენა; სამელიორაციო სისტემებზე არსებულ/მშენებარე ჰესებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის კოორდინაცია; კომპანიის სერვისების მიწოდების, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და მართვის პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება და ღონისძიებათა დაგეგმვა; კომპანიის საქმიანობის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებასთან
დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური დირექტორის სხვა დავალებების
შესრულება.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო - 2 მრჩეველი, ჯამური სარგო 6300 ლარი

სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია სააგენტოს უფროსის 2 მრჩეველი (განსაზღვრული ვადით):
მრჩეველი 1 - სამუშაო აღწერილობა
- ტყის აღდგენის მიმართულებით წინადადებების და რეკომენდაცების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების დაგეგმვაში, განხორციელების ორგანიზებაში და მონიტორინგში მონაწილეობის მიღება, ასევე წინადადე ბების შემუშავება;
- ტყის აღდგენისა და გაშენების პროექტების მომზადებაში და დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება;
- სააგენტოში წარმოდგენილი ტყის აღდგენისა და გაშენების პროექტების განხილვის ორგანიზება და დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება;
- სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებისათვის ტყეების აღდგენა/გაშენების სფეროში მეთოდური დახმარების გაწევა;
- ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
- ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემის წარდგენაში მონაწილეობის მიღება;
- ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში მონაწი ლეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში დარგობრივი მიმართულებით მიზნობრივი პრო გრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მრჩეველი 2
სამუშაო აღწერილობა - ხელმძღვანელების დავალებების შესრულება, რომელიც ემსახურება სამსახურის მიზანსა და ინტერესებს.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი - 1 მრჩეველი, 4000 ლარი

ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 1 თანამშრომელი მრჩევლის პოზიციაზე დამხმარე ამოცანების შესასრულებლად (განსაზღვრული ვადით).

სამუშაო აღწერილობა - ცენტრის დირექტორისთვის რეკომენდაციები და წინადადებების გაცემა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე;

ცენტრის სერვისების გაუმჯობესების მიზნით ბიზნეს-პროცესების განხორციელება და ამოცანების ანალიზი და შესაბამისი რჩევების გაცემა; მონაწილეობა ცენტრის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნაში; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობაში მონაწილოება; სამსახურებრივი საჭიროების შესაბამისი ანგარიშების მომზადება; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება; სამსახურეობრივი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს სხვა დავალებების და ყველა საჭირო მოქმედების შესრულება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ცენტრის მიზნებსა და ინტერესებს.