მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფო ჭყონია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა

604fb7993087d
თამთა ჯიჯავაძე
15.03.21 23:31
10403
სოფო ჭყონია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. შესაბამისი ჩანაწერი უკვე გაჩნდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან კომპანიის ამონაწერში.

„სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას 87.47%-იანი აქციების მფლობელი თემურ ჭყონია ვმოქმედებ რა საზოგადოების წესდების 7.1.2 მუხლის და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54.1.1 პუნქტით, მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება: ფირმის ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიმაჩნია სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა გაიზარდოს ოთხ წევრამდე. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მეოთხე წევრად არჩეული იქნეს სოფიკო ჭყონია“, - აღნიშნულია თემურ ჭყონიას გადაწყვეტილებაში, რომელიც 10 მარტით თარიღდება.

თემურ ჭყონიას ქალიშვილის სოფო ჭყონიას გარდა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან თავად თემურ ჭყონია, რომელიც თავმჯდომარეა, თავმჯდომარის მოადგილეა გიორგი ახალაძე და ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრია შალვა გიგაია.

ცნობისთვის, სოფო ჭყონია Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორია. გასული წლის სექტემბერში თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი „კოკა-კოლას“ ძველი ქარხნის ტერიტორიასთან დაკავშირებით გრანდიოზულ, საინტერესო პროექტზე მუშაობდა.

მაშინ გამოცემა WWD-თან საუბრისას თავად სოფო ჭყონიამ თქვა, რომ თავისი მიზნების განხორციელებას, პირველ რიგში, ახალი კულტურული სივრცის გახსნით იწყებდა. აღნიშნული სივრცე სწორედ თბილისის ცენტრში მდებარე, „კოკა-კოლას“ ყოფილი ქარხანაა, სადაც დაგეგმილი იყო სამკერვალოების, გალერეების, კაფეების, ბიბლიოთეკების და პოპ-აპ მაღაზიების მოწყობა.