მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფო ჭყონია: საქართველოში მოდა, როგორც ინდუსტრია არ არსებობს

61aa266f7d4e1
ლიკა გურაბანიძე
04.12.21 00:00
826
“საქართველოში მოდა როგორც ინდუსტრია არ არსებობს.” - ამის შესახებ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელმა სოფო ჭყონიამ გადაცემაში #BMGDRIVE განაცხადა.

როგორც ჭყონიამ აღნიშნა, მოდის სფერო მსოფლიოში შემოსავლიანია და ბევრ ქვეყანაში ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილია, თუმცა საქართველოში ეს ასე არ არის.

“ჩვენთან რამდენიმე წელია, რაც მოდის თემატიკა აქტიურად გაჩნდა, თუმცა ერთ ადგილზე გაჩერდა. მოდას მხარდაჭერა უნდა, ძალიან დიდი ინვესტიციები სჭირდება, ასევე პროფესიული განათლება, რაც ჩვენთან არ არის.

მოდა მხოლოდ დიზაინერობა არ არის, მასში ძალიან ბევრი შემადგენელი პროფესიაა, რომელიც საქართველოში უბრალოდ არ არსებობს. საქართველო პატარა ქვეყანაა, არ ვიცი აქ მოდის ინდუსტრიას რამდენად შექმნი, თუმცა მოდა შეიძლება ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი შემადგენელი ნაწილი იყოს და ეს რეალურია", - აღნიშნა სოფო ჭყონიამ.

მისივე თქმით, ქართული მოდა მსოფლიო მასშტაბით მოთხოვნადია. თუმცა, მოდის ინდუსტრიის გასავითარებლად ინვესტიციებია საჭირო, რაც ქვეყანაში არ არის.