მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოკარ ჯორჯია გაზი" 2 თვით პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფს 10 თეთრით უმცირებს

5e994d1097b8a
თელარა გელანტია
17.04.20 10:18
4478
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „სოკარ ჯორჯია გაზს“ პურის ქარხნებისა და საცხობებისთვის გაზის ტარიფის შემცირების გამო მადლობას უხდის.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში აღნიშნული ობიექტები 1 კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის.

მინისტრმა  კომპანიის ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.