მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოკარი ახალ კამპანიას იწყებს - „მეგზურსაც გააჩნია!“

635f916fd6600
BM.GE
31.10.22 13:10
779
"სოკარმა“ ახალი კამპანია „მეგზურსაც გააჩნია“ დაიწყო. კამპანია ორი ნაწილისგან შედგება და მოიცავს ერთთვიან ვიდეოების ციკლს სატელევიზიო ეთერში და უფრო გრძელვადიან აქტივობას სოციალურ მედიაში.
კამპანიით „მეგზურსაც გააჩნია“ „სოკარს“ სურს წარმოაჩინოს, რამდენად დიდი ადგილი უკავიათ ჩვენს ცხოვრებაში ერთი შეხედვით შეუმჩნეველ ადამიანებს.

თავად „სოკარიც“ თითოეული მძღოლის მეგზურია და განსაკუთრებით კარგად ესმის ადამიანებზე ზრუნვის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, ვიდეო კამპანიაში ხაზგასმულია მძღოლის გვერდით, მგზავრის სავარძელში მჯდომი ადამიანების როლი. აქედან წამოვიდა უფრო ვრცელი კამპანიის იდეაც - გავიაზროთ ჩვენი ცხოვრების პროფესიონალი მეგზურების მნიშვნელობაც. იმ ხალხის, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს სხვა ადამიანების მოგზაურობისა და თავგადასავლების შესაქმნელად.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა 5 სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომელშიც მოთხრობილია კარგი მეგზურების შესახებ როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი მნიშვნელობით. საინტერესოა ისიც, რომ ვიდეო რგოლები, თავდაპირველად, ავტომობილების კლასიკურ რეკლამას მოგაგონებთ, სადაც ყურადღების ცენტრში, ძირითადად, საჭესთან მსხდომი ადამიანები არიან. „სოკარი“ კი ყურადღებას ამახვილებს მათზე, ვინც გვერდით სხედან.

რაც შეეხება კამპანიას სოციალურ მედიაში, ის უმეტესად ფოტო კონტენტით იქნება დატვირთული. „სოკარი“ ეწვია ნამდვილ მეგზურებს, ადამიანებს, ვისი საქმეც სხვებისთვის დაუვიწყარი თავგადასავლების შექმნაა, მოისმინა მათი ამბები და კამპანიის მთავარ გმირებად აქცია. „სოკარის“ მიზანია, ყველას გააგებინოს, რომ მეგზურებსაც გააჩნიათ.
R