მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SME განვითარების ასოციაციამ ტურიზმის კომიტეტი შეიქმნა - რა ფუნქცია ექნება?

6239ce287176b
მარიამ ადამია
22.03.22 22:00
938

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციამ ტურიზმის კომიტეტი შექმნა, რომელიც ფოკუსირებულად ტურიზმში არსებული პრობლემების/სირთულეების გადაწყვეტასა და სექტორის განვითარების საკითხებზე იმუშავებს.

როგორც საქმიანი ტურიზმის კომპანია BTL Company-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი და ასევე ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი, მაია ბიბილაური, გადაცემა “საქმიან დილაში” განმარტავს, გაერთიანების მთავარი მიმართულება ფინანსური თვალსაზრისით, ტურიზმის სექტორის გადარჩენაა.

“ტურიზმის სექტორში ბევრი პრობლემა დაგროვდა, თუმცა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე - პროფესიონალი კადრის მოძიებაა, რაც არც ისე მარტივია მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი უმუშევარი გვყავს. რიგით მეორე მიმართულება კი ახალი ბაზრების მოზიდვაა. ეს პრობლემა ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა და ახლა კიდევ უფრო გამწვავებულია,” - აღნიშნა მაია ბიბილაურმა.

მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივად აკეთებს კვლევებს, თუ რომელ ბაზრებზე მუშაობენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, თუმცა ეს არასაკმარისია.

“ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა და მსოფლიო ძალიან დიდი, შესაბამისად ახალი ბაზრის მოსაზიდად მეტად ღრმა კვლევებია საჭირო, რადგან ბევრი პარამეტრი არსებობს და ბევრი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ზომები და არ დაველოდოთ კონფლიქტის დასრულებას,” - აღნიშნა ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელმა.