მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Solidarity - ქართული აპლიკაცია, რომელიც იზოლაციაში მყოფ პირებს დაეხმარება

5e78f909ed961
ანი ციხისთავი
24.03.20 00:00
2187
ქართულ ბაზარზე უფასო აპლიკაცია - Solidarity - გამოჩნდა, რომელიც კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ასევე ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და სახლიდან ვერ გადიან, საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.

ამ ეტაპზე აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობს. ბოლომდე გამართვის შემდეგ ის გააერთიანებს როგორც ბენეფიციარებს, ასევე მოხალისეებს. ადამიანებს საშუალება მიეცემათ აპლიკაციაში მიუთითონ რომელი წამალი ან სხვა პროდუქტი ესაჭიროებათ, რის შესახებაც მოხალისეები მიიღებენ შეტყობინებას და სურვილის შემთხვევაში დახმარებას გაუწევენ.

Solidarity-ის Facebook გვერდზე არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე აპლიკაცია მხოლოდ Android-ის ოპერაციულ სისტემაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა უახლოეს დღეებში App Store-ის ვერსიაც გამოჩნდება.