მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებს

5e53c8697e215
ინგა მურუსიძე
24.02.20 17:07
1295

თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების სერიას იწყებს.
როგორც bm.ge-ს „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, იმისათვის, რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO მის მომხმარებელს HOLOSEUM-ში მრავალფეროვან მასტერკლასებზე ეპატიჟება.

ამასთან, ყოველკვირაობით გაიმართება ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი შეხვედრები - SOLO Sunday, როგორიცაა მაგალითად საუბრები ნიკო ფიროსმანზე, მის ცხოვრებაზე და ხატვის ტექნიკაზე.

„ვორქშოფს გიორგი კაკაბაძე გაუძღვება. გიორგი ჯაფარიძე კი ბავშვებს ხატვის თერაპიას ჩაუტარებს და მათთან ერთად შეასრულებს ფიროსმანის ცნობილ ნამუშევრებს, მათ შორის, ხატვის ვორქშოფზე ბავშვები შექმნიან მაკეტს და გააცოცხლებენ ფიროსმანის შესანიშნავ და უსაყვარლესს ნახატს ,,გოგონა საჰაერო ბუშტით“. თორნიკე კაკუშაძესთან ერთად კი ბავშვები თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობას - Strign Art-ს შეისწავლიან.

ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებითი მასტერკლასების გარდა, ვორქშოფები გაიმართება უფროსებისთვისაც. კერძოდ, SOLO Classroom-ში შაბათობით ჩატარდება ისეთი საინტერესო შეხვედრები, როგორიცაა: თანამედროვე არტისტების აქამდე უცნობი ისტორიები, კურსი Mindfulness-ზე, არტ-თერაპია, სუნთქვითი თერაპია, ინტერიერის დიზაინის კურსი და სხვა“, - ნათქვამია ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

SOLO-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.SOLO.ge;