უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია საქართველოს მთავრობას საპოლიციო წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს. ამის შესახებ გაერთიანების მიერ მთავრობისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.
ასოციაციის მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გააქტიურებულმა მიგრაციამ საქართველოს დიდ ქალაქებში გასაქირავებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, რადგან ურჩი გადამხდელების შესახებ ფაქტები გახშირდა.
უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის შემდეგ 2015 წელს გაუქმებული ამ ნორმის აღდგენის საჭიროებაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც საუბრობენ.
ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუშვილი ამბობს, რომ დღეს ბინის მესაკუთრე ურჩ გადამხდელთან პრობლემის მოგვარებას სასამართლო გზით ცდილობს, რაც ხშირად წლობით გრძელდება. შესაბამისად, ფართების მესაკუთრეები კუთვნილი ქონების დაბრუნებას წლობით ვერ ახერხებენ. ნანუაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები სასწრაფოდ მისაღებია.
“ნებისმიერ შემთხვევაში დღეს, მიუხედავად სამართლებრივი საფუძვლისა, მესაკუთრეს უწევს სასამართლოში წასვლა. ეს დაკავშირებულია ხარჯებთან, რომლის პრაქტიკული შედეგი ხშირად არაპროგნოზირებადია. დავების 99% მესაკუთრის სასარგებლოდ კი წყდება, მაგრამ 2-3 წლის განმავლობაში საკუთრების უფლება, რომლის რეალიზაციასაც მესაკუთრე ვერ ახდენს, პრაქტიკულად ჰაერშია. მესაკუთრისთვის არ არსებობს პრაქტიკული მექანიზმი, რომ კომპენსაცია მიიღოს, დამქირავებელს არ აქვს არანაირი ქონება ან ფინანსური სახსრები, რომლის ხარჯზეც აღსრულება მოხდება. მესაკუთრე 2-3 წლის განმავლობაში მესამე პირს ამ ქონების სარგებლობის უფლებას ჩუქნის, რაც არასწორია. ეს საკუთრების უფლების განხორციელებაში ძალიან დიდი ხარვეზია, რაც სასწრაფოდ გამოსასწორებელია,”- ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუშვილი.
ცნობისთვის: ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წელს „ქართული ოცნების“ პარლამენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა. თუ 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი