მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის კონგრესმენები: "ვირუსმა, რამაც COVID-პანდემია გამოიწვია, ჩინეთის კვლევითი დაწესებულებიდან გაჟონა"

6107a2fd50138
თათია კაკიაშვილი
02.08.21 22:00
2015
“მტკიცებულებების სიჭარბე ადასტურებს, რომ ვირუსმა, რამაც COVID-პანდემია გამოიწვია, ჩინეთის კვლევითი დაწესებულებიდან გაჟონა“, - ამის შესახებ „როიტერსი“ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაზე დაყრდნობით წერს.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ „არსებობს უამრავი მტკიცებულება" იმისა, რომ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები - ამერიკელი ექსპერტების, ჩინეთის და აშშ-ის მთავრობების დახმარებით - კორონავირუსების მოდიფიცირებაზე მუშაობდნენ.

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენები ორპარტიულ გამოძიებას ითხოვენ COVID 19-ის წარმოშობის დასაზუსტებლად, რადგან პანდემიამ ამ დრომდე მსოფლიოში 4.4 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ამასთან, „როიტერსის“ ცნობით, ჩინეთი გენმოდიფიცირებული კორონავირუსის ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვას უარყოფს, ეს კი სწორედ ის ადგილია, სადაც 2019 წელს COVID-19 ვირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა.

საგულისხმოა მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით პანდემია ცხოველის ვირუსმა გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, ჩინეთის ზღვის პროდუქტების ბაზრის მახლობელი ტერიტორიიდან ადამიანებზე გავრცელდა.