სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეტაკებები გრძელდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური Twitter-ის გვერდის თანახმად, სროლები სხვადასხვა ინტენსივობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამინისტროს განცხადებით, სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით აზერბაიჯანული მხარე საარტილერო გასროლებს ახორციელებდა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, კი სომხური მხარის შეტევა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარეობს. თავის მხრივ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს სომხეთი აზერბაიჯანს.
მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს. განცხადების თანახმად, მაიკ პომპეოს მოადგილემ სტივენ ბეიგანმა სატელეფონო საუბარი გამართა როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და მათ მოქმედებების დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ მოუწოდა.
27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობა გამოცხადდა ქვეყნის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში; ასევე, ცალკეულ რეგიონებში კომენდანტის საათი ამოქმედდება.
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა