31.ოქტომბერი .2019 14:58

სომხეთი ლარსის საბაჟოზე საცობების საკითხზე მოლაპარაკებებს ჩრდილოეთ ოსეთთან აწარმოებს

სომხეთი ლარსის საბაჟოზე საცობების საკითხზე მოლაპარაკებებს ჩრდილოეთ ოსეთთან აწარმოებს
views 1247
უკან

სომხეთის ეროვნული ასამბლეის რეგიონალური და ევრაზიული ინტეგრაციის მუდმივი კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის მიქაელ მელქუმიანის ხელმძღვანელობით, ზემო ლარს ეწვია.

როგორც სომხური მედია იტყობინება, ვიზიტის მიზანი წლების განმავლობაში ქრონიკულად გაზრდილი რიგებისა და საცობების მდგომარეობის ადგილზე, საფუძვლიანი გაცნობა-შესწავლა იყო.

ვიზიტის ფარგლებში სომხური დელეგაცია ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტსაც ესტუმრა.

როგორც სომხური გამოცემები წერენ, მხარეებმა ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნტქზე გაზრდილი რიგების შესახებ იმსჯელეს და საფუძვლიანად შეისწავლეს საკითხი, ისაუბრეს რუსეთიდან საქართველოსა და სომხეთში, სატვირთო ტრანსპორტის შესაძლებლობების გაზრდის შესახებაც.
 
შეგახსენებთ, რომ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მანქანების გრძელი რიგი პერიოდულად შეინიშნება. მძღოლებს საცობებში დგომა ზოგჯერ, რამდნეიმე დღის განმავლობაში უწევთ.