მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი თავდაცვაზე ხარჯებს ზრდის

5db6b51c043e0
მიხეილ ხაჩიძე
28.10.19 17:21
1314

სომხეთში თავდაცვის ბიუჯეტის სერიოზული გაზრდაა დაგეგმილი - ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვის დროს, მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიების ერთობლივი სხდომაზე გააკეთა.


ნიკოლ პაშინიანის თქმით, მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტის 25.3%-ით გაზრდას გეგმავენ.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელმა სომხეთმა 2019 წელს თავდაცვის სფეროზე 300 მილიარდ 437 მილიონი დრამი დახარჯა, რაც დაახლოებით, 630 მილიონი დოლარია.