21.თებერვალი .2020 12:40

სომხეთის მშპ 2019 წელს 7.6%-ით გაიზარდა

views 926
უკან

სომხეთის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის (არმსტატი) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7.6% შეადგინა, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში გასული წლის ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელია. 

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში სომხეთის მშპ-ის ზომა 6,551,849.7 მილიონ დრამამდე ($13.7 მილიარდ დოლარამდე) გაიზარდა. 

ცალკეული სექტორების მიხედვით, სომხეთის ეკონომიკური ზრდა ასეთია:სამთო მოპოვებითი სექტორი 21%-იანი ზრდა; გადამამუშავებელი მრეწველობა 12%-იანი ზრდა; ვაჭრობა ზრდა 9.3%; კომუნიკაციები და კავშირგაბმულობა - 11%-იანი ზრდა; საფინანსო სექტორი 22%-იანი ზრდა; ოპერაციები უძრავი ქონებით ზრდა 5.7%; ჯანდაცვა 9.8%. 

შედარებისთვის, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წელს 5.2% შეადგინა.