მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთის მთავრობა 300-დან 400 მგვტ-მდე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების აშენებას გეგმავს

5dd4097610327
მიხეილ ხაჩიძე
19.11.19 23:00
1046

სომხეთში 300-დან 400 მგვტ-მდე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების აშენება იგეგმება. როგორც საქართველოს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიული ადმინისტრაციის და ინფრასტრუქტურების მინისტრის მოადგილე აცხადებს, პროექტი ქვეყანაში 2024 წლისთვის განხორციელდება და მზის ელექტროსადგურები ენერგო საჭიროებების 10%-ს უზრუნველყოფენ.

აკოპ ვარდანიანის თქმით, დღეს განახლებადი ენერგიის სექტორი უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ხოლო სომხეთის მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურ და სწორ პოლიტიკას ატარებს.


აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ, სომხეთში 9 მზის ელექტროსადგურია აშენებული, რომელთა სიმძლავრეც 1 მეგავატამდეა. ამ ეტაპზე კი, კიდევ დამატებით 25 სადგურის აშენება მიმდინარეობს, რომელთა სიმძლავრეც 5 მეგავატამდეა.