12.აგვისტო .2022 20:55

სომხეთის თხოვნით ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივად საზღვაო გზას განვიხილავთ - სააგენტო

სომხეთის თხოვნით ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივად საზღვაო გზას განვიხილავთ - სააგენტო
views 1250
უკან

რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება, რითი სარგებლობაც სომხეთში ტვირთების გადამზიდავებს შეეძლებათ, ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, სომხეთის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად საზღვაო ტრანსპორტი განიხილოს.

სააგენტო ამის მიზეზად "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის გადატვირთულობას ასახელებს. 

"საქართველოს სატრანზიტო კორიდორი მუშაობას გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სატვირთო ნაკადების მართვა მნიშვნელოვნად გართულებულია. სომხეთ-რუსეთს შორის "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას.

ხსენებული პრობლემის გამო, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს," - აღნიშნულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა