მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთმა რუსულ ვაქცინა Sputnik V-ს ავტორიზაცია მისცა

601932732c5ce
ნათია თაქთაქიშვილი
02.02.21 15:22
673
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ covid-ვაქცინა Sputnik V რუსეთში სამი ფაზის კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე დაამტკიცა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ ვაქცინა დამატებითი კვლევების გარეშე დაამტკიცა და აღნიშნავენ, რომ Sputnik V-ი, ამჟამინდელი მონაცემებით, უკვე რეგისტრირებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუალაში, პარაგვაიში, უნგრეთში, თურქმენეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანში, ტუნისსა და გვინეაში.

დსთ-ის ქვეყნებს შორის, რუსეთის პარტნიორების რიცხვი, სადაც Sputnik V-ის გამოყენება ნებადართულია, მუდმივად იზრდება.

„დღეს, ჩვენ, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო Sputnik V-ის დამტკიცების შესახებ ვაცხადებთ, რაც ქვეყანას მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაციის საშუალებას აძლევს“, – აღნიშნულია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.