19.მაისი .2022 00:55

სომხეთსა და აზერბაიჯანზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი გვაქვს - "საბანკო ასოციაცია"

სომხეთსა და აზერბაიჯანზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი გვაქვს - "საბანკო ასოციაცია"
views 794
უკან

სესხებზე საპროცენტო განაკვეთი სომხეთსა და აზერბაიჯანზე დაბალი გვაქვს, - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ "საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დაბალი საპროცენტო განაკვეთის პარალელურად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი.

„სომხეთსა და აზერბაიჯანთან მიმართებაში საპროცენტო განაკვეთები სესხებზე დღეის მდგომარეობით, შედარებით უფრო ნაკლები გვაქვს. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ კვლავინდებურად დოლარიზაციის მაჩვენებელი გვაქვს მაღალი და ეს გარკვეულწილად საპროცენტო განაკვეთის ნაკლებობას განაპირობებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარჟების თვალსაზრისით არაერთი კვლევა იყო და მხოლოდ რეგიონთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საქართველოშია. ამის განმაპირობებელია საკრედიტო პორტფელზე დაბალი რისკიანობა. არაერთხელ გვისაუბრია, რომ საკმაოდ მყარი და მდგრადი იყო საკრედიტო პორტფელი არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში, არამედ დღეის მდგომარეობითაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკმაოდ სტაბილურად ვითარდება საფინანსო სექტორი და სწორი ნიშნულები აქვს აღებული.

წელს იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორია რეფინანსირების განაკვეთის ზრდა. ასევე იპოთეკურ სესხზე ლარში მაღალი პროცენტია და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა შეიზღუდა. დიდი იმედია, საკრედიტო პორტფელზე ზრდის ტემპი 10%-ს გადააჭარბებს", - განაცხადა "საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა