სესხებზე საპროცენტო განაკვეთი სომხეთსა და აზერბაიჯანზე დაბალი გვაქვს, - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ "საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დაბალი საპროცენტო განაკვეთის პარალელურად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი.
„სომხეთსა და აზერბაიჯანთან მიმართებაში საპროცენტო განაკვეთები სესხებზე დღეის მდგომარეობით, შედარებით უფრო ნაკლები გვაქვს. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ კვლავინდებურად დოლარიზაციის მაჩვენებელი გვაქვს მაღალი და ეს გარკვეულწილად საპროცენტო განაკვეთის ნაკლებობას განაპირობებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარჟების თვალსაზრისით არაერთი კვლევა იყო და მხოლოდ რეგიონთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საქართველოშია. ამის განმაპირობებელია საკრედიტო პორტფელზე დაბალი რისკიანობა. არაერთხელ გვისაუბრია, რომ საკმაოდ მყარი და მდგრადი იყო საკრედიტო პორტფელი არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში, არამედ დღეის მდგომარეობითაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკმაოდ სტაბილურად ვითარდება საფინანსო სექტორი და სწორი ნიშნულები აქვს აღებული.
წელს იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორია რეფინანსირების განაკვეთის ზრდა. ასევე იპოთეკურ სესხზე ლარში მაღალი პროცენტია და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა შეიზღუდა. დიდი იმედია, საკრედიტო პორტფელზე ზრდის ტემპი 10%-ს გადააჭარბებს", - განაცხადა "საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ