მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში ინფლაცია 8.3%-მდე შემცირდა

63bd43d31485f
გიორგი თოლორდავა
10.01.23 15:01
680
სომხეთის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, გასული წლის დეკემბერში ინფლაციის დონე 8.3%-მდე შემცირდა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ მეზობელ სახელმწიფოში წლიური ინფლაციის დონემ პიკურ ნიშნულს გასული წლის ივნისში მიაღწია და 10.3% შეადგინა, თუმცა მას შემდეგ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ეტაპობრივად ნელდება.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში სურსათი, საკვები და უალკოჰოლო სასმელები სომხეთში 10%-ითაა გაძვირებული; თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები საშუალოდ 9%-ით გაძვირდა; ხოლო კომუნალური ხარჯები დაახლოებით 13%-ითაა გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ ინფლაციური წნეხის დასაძლევად სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება დეკემბერშიც მიიღო. ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით, 10.75%-იან ნიშნულამდე გაიზარდა.