მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში კარანტინი კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა

60ec4e4124820
ნათია თაქთაქიშვილი
12.07.21 19:55
1331
კორონავირუსთან დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებული კარანტინი კიდევ ექვსი თვით, 2021 წლის 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით იქნა მიღებული.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის სავარაუდო მეოთხე ტალღის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ამავდროულად, მთელ მსოფლიოში, მათ შორის მეზობელ რუსეთის ფედერაციაში, ასევე რიგ ქვეყნებში, რომლებთანაც სომხეთს მჭიდრო კავშირი აქვს, გავრცელებულია ახალი ე.წ. დელტა შტამი, რომელიც უპრეცედენტოდ სწრაფი გავრცელებით და მძიმედ ინფიცირებით ხასიათდება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.