მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში მედიკამენტების და ტექნიკის უკანონო გადატანისთვის ერთი პირი დააკავეს

627b589a3557e
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.22 10:52
687
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა „სადახლოზე“ სომხეთის მიმართულებით 26 644 ლარის ღირებულების მედიკამენტებისა და კომპიუტერული ტექნიკის უკანონო გადატანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა.

„ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“-ს გავლით, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, თავისივე მართვის ქვეშ მყოფი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, შეეცადა სარეალიზაციოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 26 644 ლარის საერთო საბაჟო ღირებულების მედიკამენტი და კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.