16.მარტი .2020 16:33

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - მიზეზი კორონავირუსია

views 622
უკან

დღეს სომხეთის მთავრობამ 30-დღიანი საგანგებო მგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, არ დატოვონ ქვეყანა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე. ამის შესახებ ინფორამციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 16 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით. სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურება და დროებით შეჩერდება სასწავლო პროცესი.

შედარებით ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საჰაერო მიმოსვლის შეჩერების შესახებაც განაცხადა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, როდის შევა ეს განკარგულება ძალაში.

16 მარტის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი.