მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში საშუალო ხელფასი 5.4%-ით გაიზარდა

615472c86c420
ნათია თაქთაქიშვილი
29.09.21 22:10
808
სომხეთის ფინანსთა მინისტრი ტიგრან ხაჩატურიანი აცხადებს, რომ სომხეთში ხელფასებმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.4%-ით მოიმატა და საშუალოდ 400 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ARKA ავრცელებს.

კერძოდ, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასმა 3.9%-ით მოიმატა და 343 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო კერძო სექტორში ხელფასების მატება 5.9%-ით განისაზღვრა და 428 აშშ დოლარი შეადგინა.

ARKA-ს ცნობით, ხელფასების ზრდის პარალელურად, ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობაც გაიზარდა და ზრდამ 2021 წლის პირველ ნახევარში 1.6% შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სომხეთის სტატისტიკური ბიუროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში სამსახური 62,322-მა ადამიანმა დაკარგა.