მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში უმუშევრობის დონე საგრძნობლად შემცირდა

5dad7f8134850
მიხეილ ხაჩიძე
21.10.19 19:00
1440
საქართველოს მეზობელ სომხეთში უმუშევრობის დონე საგრძნობლად შემცირდა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, ამ ეტაპისთვის, უმუშევრობის მაჩვენებელი 17,7%-ს შეადგენს.

ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, სომხეთში უმუშევრობის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. 

"2019 წლის მეორე კვარტალში უმუშევართა რაოდენობამ 207 200 ადამიანი შეადგინა, რაც 29 200 ადამიანით ნაკლებია წინა მონაცემებზე. ამჟამად, ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა 17,7%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა 2.5%-ით შემცირდა", - დაწერა პაშინიანმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს სომხეთში 236 400 უმუშევარი ადამიანი იყო აღრიცხული.