მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში, ვაქცინაციის გასააქტიურებლად მოქალაქეებისთვის შეზღუდვები წესდება

613a0b56f2600
ნათია თაქთაქიშვილი
09.09.21 17:34
1195
სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც პირველ ოქტომბრამდე პირველი დოზის ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენენ, სამსახურიდან გათავისუფლდებიან ან  ყოველ ორ კვირაში  ერთხელ, საკუთარი ხარჯებით, PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევთ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანის თქმით, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ორსულობის შემთხვევაში, თუკი მოქალაქეს ვაქცინაციის წინააღმდეგ რაიმე კონკრეტული ჩვენება გააჩნია.

ახალი რეგულაცია შეეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულებს.

სომხეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამ დროისთვის ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია სრულად ვაქცინირებული.