04.სექტემბერი .2019 20:00

სომხური ღვინის ექსპორტი 41% -ით გაიზარდა

views 1330
უკან

2019 წლის პირველ 7 თვეში სომხეთიდან ხილის ღვინის ექსპორტი 41% -ით გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სომხური გამოცემების ცნობით, მთლიანობაში, ქვეყნიდან ექსპორტზე დაახლოებით 6,3 მილიონი დოლარის ღირებულების ხილის ღვინო გავიდა.


როგორც სომხეთის მთავრობის მეთაური ნიკოლ პაშინიანი ამბობს, სომეხმა მეღვინეებმა მოახერხეს ღვინის, განსაკუთრებით ბროწეულის ღვინის, საკმაოდ კარგ დონეზე გადაყვანა.

"ამ პროდუქტს აქვს ყველა შანსი, გახდეს ახალი სომხური ბრენდი ”, - დასძენს სომხეთის მთავრობის მეთაური.