მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხური მედია: სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი სატვირთო ავტომობილებისთვის დაკეტილია

5dbfd4b8d8e27
მიხეილ ხაჩიძე
04.11.19 11:57
1255
სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი სატვირთო ავტომობილებისთვის დახურულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.   


როგორც ადგილობრივი  გამოცემები წერენ, მაგისტრალი ყველა ტიპის ავტომობილისთვის  გუშინ მთლიანად დახურული იყო, თუმცა ამ დროისათვის, მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსებისთვის გადაადგილება უკვე თავისუფალია; შეფერხება კი, მხოლოდ სატვირთო მანქანებზე ვრცელდება. 


სომხური  პრესის  ცნობით,რუსეთის მხარეს 250-ზე  მეტი ავტომობილია გაჩერებული. ამ ეტაპისთვის  შეფერხების მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ როგორც გასულ კვირას, bm.ge სომხურ მედიაზე დაყრდნობით წერდა,  სომხეთი ლარსის საბაჟოზე საცობების საკითხზე მოლაპარაკებებს ჩრდილოეთ ოსეთთან აწარმოებდა.  

ცნობისთვის: bm.ge თემასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურსაც დაუკავშირდება და მათ პოზიციას შემოგთავაზებთ.