მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sony-ი და Amazon-ი მსოფლიოს მასშტაბურ ტექნოლოგიურ შოუს არ დაესწრებიან

5e41a8a81d0de
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.20 23:00
948
კორონავირუსის გამო, მსოფლიოში ცნობილი კომპანიები Sony-ი და Amazon-ი ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ შოუს Mobile World Congress-ს, რომელიც ბარსელონაში იმართება, არ დაესწრებიან. როგორც წესი კონგრესს დაახლოებით 100,000 ადამიანი ესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გარდა Sony-ის და Amazon-ისა, კონგრესს შესაძლოა, არ დაესწროს LG Electronics-ი, Ericsson-ი და NVIDIA. ტექ-შოუ 24 თბერვლიდან 27 თებერვლამდე პერიოდშია დაგეგმილი. როგორც კონგრესის ორგნიზატორი კომპანია GSMA-ი აცხადებს, ტექ-შოუს მონაწილეთა რაოდენობა ამჟამად 2,800 აჭარბებს მიუხედავად იმისა, რომ ცნობილმა კომპანიებმა წელს თავი შეიკავეს კონგრესში მონაწილეობისგან.

ორგანიზატორი მონაწილეების უარს გამკაცრებული უსაფრთხოების ნორმებით ხსნის, კერძოდ, კონგრესის ყველა მონაწილემ უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მათ ბოლო 14 დღე ჩინეთში არ გაუტერებიათ.

GSMA-ი ასევე აცხადებს, რომ კონგრესის მონაწილეებმა არ უნდა ჩამოართვან ხელი ერთმანეთს, ხოლო მიკროფონების თავები თითოეული მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ შეიცვლება სტერილურად დამუშავებული ახალი მიკროფონით.