მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sony კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად $100 მილიონს გამოყოფს

5e85e28369a2a
ნათია თაქთაქიშვილი
02.04.20 21:20
787
საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Sony კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების ფონდს აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას variety.com-ი ავრცელებს.

კომპანიის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 100 მილიონი დოლარი სამ ნაწილად გაიყოფა: დაფინანსდებიან ექიმები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები პანდემიასთან ბრძოლაში. გაკეთდება შემეცნებითი პროგრამები ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლებში ვეღარ დადიან და ასევე, კომპანია დაეხმარება გასართობ ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებსაც Covid-19-ის ვირუსით ეკონომიკური ზარალი მიადგათ.

აღსანიშნავია, რომ ფონდიდან პირველი 10 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციისთვის გამოიყოფა.

"Sony განაგრძობს მხარდაჭერის გზების ძიებას არტისტებისა და გასართობ ინდუსტრიაში დასაქმებული ხალხისთვის, რომლებსაც გაუუქმდათ და გადაედოთ კონცერტები და ღონისძიებები, ან შეუწყდათ ფილმები და სატელევიზიო პროდუქტები", - წერია განცხადებაში.