ხიდი სოფელსა და ქალაქს შორის - სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ქართული კომპანია „ფერმერისგან“, რომელმაც პირველად ონლაინ პლატფორმის საშუალებით ქალაქი სოფელს დააკავშირა.
www.soplidan.ge - ასე ქვია ბიზნესს, რომელმაც მომხმარებელს აგერ უკვე 4 წელია თანამედროვე, მარტივი მეთოდებით სოფლის მეურნეობის 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ონლაინ შეძენის შესაძლებლობას გაუჩინა. პლატფორმა ღიაა ასევე იმ ფერმერებისთვის, რომელთაც ინტერნეტის საშუალებით სურს გაყიდოს პროდუქტი. ამასთან, www.soplidan.ge ფერმერებს შესაძლებლობას სთავაზობს იფიქრონ ბიო წარმოებაზე, აძლევს მათ მიმართულებას, როგორ გახადონ პროდუქტის ხარისხი უკეთესი და მიიღონ შესაბამისი ფინანსური სარგებელიც.
„www.soplidan.ge დაფუძნდა 2015 წლის ოქტომბერში. იმ პერიოდში ვმუშაოდი ბანკში და არანორმირებული სამუშაო დღის შემდეგ ძალიან მიჭირდა კარგი პროდუქციის მოძიება, ჩემს ირგვლივაც თითქმის ყველას მსგავსი პრობლემა ჰქონდა, თუმცა მე კვირაში ერთხელ მაინც მქონდა იმის ფუფუნება, რომ სოფლის ნატურალური პროდუქტი მიმეღო თელავიდან ჩემი ოჯახისთვის, შესაბამისად, ჩემს ახლობლებსაც უჩნდებოდათ სურვილი და მაბარებდნენ, რომ მათთვისაც გამოეგზავნათ პროდუქცია.
იმ ეტაპისთვის ელექტორნული კომერციაც ახალი ფეხადგმული იყო, მეც უფრო ღრმად ჩავიხედე ამ საკითხებში და ვიფიქრე, შემექნა ერთი სივრცე, სადაც ადამიანები მარტივად შეუკვეთავდნენ, მარტივად გადაიხდიდნენ და მარტივად მიიღებდნენ სოფლის ნატურალურ პროდუქტს“, - გვიყვება კომპანიის დამფუძნებელი ნათია ნინიკელაშვილი.
როგორც ამბობს, დღესდღეობით მათი მომხმარებლები არიან დიასახლისები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ასევე ტურისტები და ემიგრანტებიც კი. ის, რომ ბიზნესმა გაამართლა, ამაზე მზარდი მოთხოვნაც მეტყველებს. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ყოველწლიურად საშუალოდ, 20-30%-ით იზრდება მათი მომხარებელთა რიცხვი.
„ჩვენი მიზანი იყო, ბიზნესს შეესრულებინა ერთგვარი ხიდის ფუნქცია სოფელსა და ქალაქს შორის და ინოვაციური მეთოდით გაემარტივებინა მომწოდებლისთვისაც და მომხმარებლისთვისაც ნამდვილი სოფლის პროდუქტის გაყიდვა-შეძენის პროცესი.
ვფიქრობთ, რომ ვუმართლებთ იმედებს ჩვენს მომხარებლებს და გაამართლა ჩვენმა წამოწყებამ“, - ამბობს ნინიკელაშვილი.
წარმატებული წამოწყების შემდეგ კომპანიის დამფუძნებელი აქ გაჩერებას არ აპირებს. ამბობს, რომ აქვთ გაფართოვების გეგმები. ფიქრობენ, მობილური აპლიკაციის შექმნაზეც.
ასევე, დაიწყეს საკუთარი წარმოების ჯემებისა და სოუსების დამზადება და სურთ, საკუთარი პროდუქტიც თავადვე მოიყვანონ მომხმარებლისთვის.
მართალია, soplidan.ge-ს ბევრი მომხმარებელი იცნობს, მაგრამ ამ ბიზნესის წარმომადგენლებს ესეც არ აკმაყოფილებთ. სურთ მათ შესახებ გაცილებით ბევრმა ადამიანმა გაიგოს. თავის მხრივ, ღიად აფიქსირებენ სურვილს მათი წარმატების ისტორია სხვებისთვისაც ინსპირაციის წყარო გახდეს. ამ მიზნით წელს soplidan.ge თიბისის პროექტ „ბიზნესდაჯილდოება 2019-ში მონაწილეობს. კომპანიას თიბისისთან ბიზნესურთიერთობა არ აკავშირებს, თუმცა მსგავსი ბიზნესის მხადამჭერი პროექტები მათთვის დამატებითი მოტივაციაა.
„რა თქმა უნდა, გვინდა, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ. გვიხარია, რომ მსგავსი პროექტები არსებობს, რადგან ვგრძნობთ მხარდაჭერას“, - აცხადებს ნათია ნინიკელაშვილი.
Soplidan.ge უკვე დარეგისტრირდა ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის“ .
სხვა ბიზნესებს, რომელთაც ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მიღება სურს, რეგისტრაციისთვის დრო 8 ნოემბრამდე ჯერ კიდევ აქვთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება