მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

soplidan.ge საკუთარ ბიომეურნეობას შექმნის

5f86adf5df3f8
ლიკა გურაბანიძე
14.10.20 13:47
1092
soplidan.ge საკუთარი ბიომეურნეობის შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნათია ნინიკელაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა და განმარტა, რომ ამ საკითხზე მუშაობა გაზაფხულიდან დაიწყება.

"ჩემს ოცნებად საკუთარი, მცირე ბიომეურნეობის შექმნა რჩება და მას განვახორციელებ. მომხმარებელს ეცოდინება, რომ ჩვენ მიერ მოყვანილი პროდუქტი უსასუქო და კარგი ხარისხის იქნება”, - აღნიშნა ნინიკელაშვილმა.

რაც შეეხება ამ ახალი პროექტით soplidan.ge-ს კონკურენციას სხვა ადგილობრივ ფერმერებთან, რომლებიც აღნიშნულ პლატფორმას პროდუქციის სარეალიზაციოდ იყენებენ, ნინიკელაშვილი მიიჩნევს, რომ ეს რისკი არ არსებობს.

“ადგილობრივი ფერმერების დახმარებით, soplidan.ge-ს პლატფორმაზე მომხმარებელს 300-მდე სახეობის პროდუქციას ვთავაზობთ და წარმოუდგენელია, რომ ბიომეოურნეობაში, ყველა სახეობის პროდუქცია მოვიყვანოთ და სხვა კომპანიებს კონკურენცია გავუწიოთ. ჩვენი ბიომეურნეობა განათლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება. ფერმერებს დავეხმარებით და ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა შექმნან ბიომეურნეობა", - განაცხადა soplidan.ge-ს დამფუძნებელმა.

ცნობისთვის: სწორედ soplidan.ge-ს საშუალებით საზღვრებს გარეთ ჩურჩხელის, ტყემლის, აჯიკის, სანელებლების და სხვა პროდუქციის გაგზავნა "საქართველოს ფოსტის" საშუალებით იქნება შესაძლებელი.