ბიზნესმენი და კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი 5-6 ივლისს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში „ჭკუათმყოფელი“ ინვესტორი საქართველოში ფულს არ ჩადებს.
BM.GE-ი თამაზ დაუშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„აბა, ახლა მითხარით, რომელი ჭკუათმყოფელი ინვესტორი მოისურვებს ფულის დაბანდებას საქართველოში, როცა ხედავს, რომ აღვირახსნილი ბრბო დათარეშობს ქუჩებში და მთავრობა არასათანადო რეაგირებას ახდენს ამაზე. პირიქით, თავისი დაუფიქრებელი განცხადებებით ნებსით თუ უნებლიედ, კიდევ უფრო ახალისებს მოძალადე ჯგუფებს. ყოველივე ამის შემდეგ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ინვესტიციები არ შემოვა, რაც არ უნდა მაღალი დონის უცხოელი ექსპერტები დაიქირაოს მთავრობამ. SOS!!!“, - წერს „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი.
ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობრივმა რადიკალურმა დაჯგუფებებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დედაქალაქის ცენტრში პოლონელი ტურისტი დაჭრეს. საქართველოს მეთაურმა აღნიშნული ძალადობრივ ქმედებები მედიის კითხვების საპასუხოდ დაგმო. 6 ივლისს კი მედიის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილ მშვიდობიანი აქციის პარალელურად, რადიკალურმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი