04.სექტემბერი .2020 23:20

სოსო ბერიკაშვილი: "რბილად რომ ვთქვათ, ჯერ ყველაფერი არც ისე კარგად არის"

views 535
უკან

“ჯერჯერობით შუა კრიზისში ვართ. რბილად რომ ვთქვათ, ჯერ ყველაფერი არც ისე კარგად არის. გარკვეული სახით გაუმჯობესება წინა თვეებთან შედარებით არის",  - ამის შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა პანდემიის მიერ ქვეყნის  ეკონომიკურ პოლიტიკაზე მოხდენილ გავლენაზე საუბრისას განაცხადა. 



“საქმიანი დილის ანალიტიკაში” საუბრისას ბერიკაშვილი ეკონომიკის გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ასახელებს.



“მიმდინარე წლის აპრილში იმდენად ცუდი ეკონომიკური მაჩვენებლები გვქონდა, რომ ნებისმიერ აპოკალიპტურ სცენარში მასზე ცუდი მაჩვენებლები წარმოუდგენელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ახლა გაუმჯობესებაა”, - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.



კითხვაზე ისწავლა თუ არა ქართულმა ეკონომიკამ COVID19-თან თანამშრომლობა, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი პასუხობს:



“ვერ ვიტყოდი, რომ ისწავლა ვინაიდან მუდმივ მოლოდინში ვართ, რომ ისევ ჩაგვკეტავენ. ასევე ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული მსგავსი სიტუაცია რამდენ ხანს გაგრძელდება. ჩვენ რეალურად საზღვრები გახსნილი არ გვაქვს და ტურისტებს პრაქტიკულად ვერ ვიღებთ. ჩვენ მწვანე, მაგრამ ჩაკეტილი ქვეყანა ვართ. ის პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ატარებს გამჭვირვალე არ არის. რადგან თავიდანვე სტრატეგიული გეგმა უნდა ყოფილიყო, რომლის მიხედვითაც თანხების განკარგვა მოხდებოდა, თუნდაც იმ თანხების, რაც ჩვენ ვალად ავიღეთ. 



ჩვენ გადასახადების გადამხდელებმა უნდა ვიცოდეთ სად და რისთვის იხარჯება ჩვენი ფული და მომავალში სად დაიხარჯება", - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა