მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ბერიკაშვილი: ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნილია

605de8bc77d84
ლიკა გურაბანიძე
26.03.21 18:24
971

"კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ვაქცინაციის ტემპი უნდა შეიცვალოს, თუმცა აქ ნაბიჯების გადადგმა უკვე დაგვიანებულია.

როგორც ბერიკაშვილმა “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალი ვაქცინაციაა.

“ჩვენ ძირითადად ნეგატიურ სცენარებს მივყვებით. ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაციის პროცესიც ჩავარდნილია და იმის წინაპირობა არ არსებობს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება. რამდენიმე ათასი ადამიანი შეიძლება აიცრას, მაგრამ ეს პანდემიას ვერ დაამარცხებს.

აქამდე ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებდით, რომ რეგულაციების ფარგლებში გაეხსნა ეკონომიკა, ახლა მთელი მსოფლიო შეთანხმებულია იმაზე, რომ გამოსავალი ვაქცინაციაა. ისეთი ვაქცინაცია, როგორც ბრიტანეთში და ისრაელში მიმდინარეობს და არა ისეთი, როგორც ევროპაში. ევროპამაც კი ვერ შეძლო მესამე ტალღის შეჩერება და ჩვენ აფრიკის ქვეყნების დონეზე ვართ. ნეგატიური სცენარის გამოსწორების პერსპექტივა კი არ ჩანს” - აღნიშნა ბერიკაშვილმა.