მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ბერიკაშვილი: "არ შეიძლება რუსეთზე ამდენად ვიყოთ დამოკიდებული"

5decdfd9bae36
ნუცა ბაზლიძე
08.12.19 17:30
1608
„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი მთავრობის ეფექტიანობის შეფასებისას საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის საჭიროების თემას შეეხო.

„არ შეიძლება რუსეთზე ამდენად ვიყოთ დამოკიდებული. ეკონომიკურად რომ შევაფასოთ, საიდანაც უფრო იაფად ვიყიდით, ენერგია იქიდან უნდა მივიღოთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის ფაქტორი. ზოგადად ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება მიუღებელია. მესმის, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარდაუვალი მიზეზებით, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ შეამციროს ეს დამოკიდებულება. რბილად რომ ვთქვათ, მე მაქვს შეგრძნება, რომ საკმარისი არ კეთდება“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში.

ამასთან, თემაზე საუბრისას, სოსო ბერიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება რაიმე რესურსი არ გამოიყენოს.

„მესმის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ჰესების აშენების ალტერნატივა არ გვაქვს“,- განმარტავს „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი.
ცნობისთვის: საქართველომ ოქტომბრის თვეში ელექტროენერგიის 99% რუსეთისგან იყიდა.