მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ბერიკაშვილი: მთავრობის ეკონომიკური "ფილოსოფია" მკაფიოდ განსაზღვრული არ არის

5decde16a179f
ნუცა ბაზლიძე
08.12.19 15:03
1127
მთავრობის ეკონომიკური „ფილოსოფია“ მკაფიოდ განსაზღვრული არ არის - ამის შესახებ „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში მთავრობის ეფექტიანობის შეფასებისას განაცხადა.

„საჭიროა ერთიანი და გრძელვადიანი ხედვა. მთავრობა ხან ამბობს, რომ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი გვაქვს და კი, დიდ თანხას ვხარჯავთ ჯანდაცვაში, თუმცა თავიდანვე ცხადი იყო და შედეგიც გვიჩვენებს, რომ ამისთვის ფული არ გვყოფნის. რაც შეეხება ჯანდაცვის რეფორმას, 520-ე დადგებილებას, შეიძლება მთავრობაში ფიქრობენ, ადამიანების გული მოიგონ პოპულისტური განცხადებებით, იმის აფიშირებით, რომ გათანაბრებით ხალხს ზედმეტის გადახდა აღარ მოუწევს. მართალია, კლინიკები და ექიმები განაწყენდნენ, მაგრამ ბენეფიციარები მეტნი არიან., ისინი კი ამას იქამდე ვერ აღიქვამენ, სანამ შედეგს არ დაინახავენ“, - აღნიშნავს „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი.

ამასთან, თემაზე საუბრისას სოსო ბერიკაშვილმა ყურადღება თანხების სწორად გადანაწილების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული რაზე ვზოგავთ და რაზე არა, მნიშვნელოვანია მივლინებები, საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის ადეკვატური ანაზღაურება, თუმცა ეს მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. ღარიბი ქვეყნის პირობებში, ბიუროკრატიაში ბევრი ფულის ხარჯვა არ არის კარგი,“ - აღნიშნავს ბერიკაშვილი და დასძენს, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, რომ სწორედ მათი ფულით ფინანსდება აღნიშნული მივლინებები და ბიოროკრატიული აპარატი.