მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ბერიკაშვილი: "ახალ პარლამენტს ძალიან რთული მემკვიდრეობა ხვდება"

5f9c1b34ebd82
ლიკა გურაბანიძე
30.10.20 22:20
2219

“ახალ პარლამენტს ძალიან რთული მემკვიდრეობა ხვდება, ვინც არ უნდა იყოს იქ გადაწყვეტილების მიმღები, მაინც ასე იქნება”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” “კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა.

როგორც ბერიკაშვილმა აღნიშნა, ახალ პარლამენტს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

“მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იმიტომ, რომ პრაქტიკულად ფულადი რესურსები აღარ გაგვაჩნია, ზამთარი ძალიან მძიმე იქნება და საქართველოს არ აქვს იმის საშუალება, რომ ზამთარში რაიმე დამატებითი ფულადი რესურსი მოიძიოს”, - განმარტა ბერიკაშვილმა.

“კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი პანდემიის საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ “ჩვენ ლოქდაუნის ფუფუნება აღარ გვაქვს”.

“მითითებები იყო, რომ ხელისუფლება "ლოქდაუნს" აღარ აპირებს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეპიდსიტუაცია ძალიან მძიმდება, შესაძლოა, ეს მაინც გარდაუვალი გახდეს. ჩემი მოლოდინი პოზიტიური არ არის, ნებისმიერი გამკაცრება საქართველოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას კიდევ დაამძიმებს.

მთავრობა, იქ სადაც საჭიროა, უფრო მკაცრი უნდა იყოს, თუმცა არსებული მკაცრი რეკომენდაციები არ მუშაობს. ორმაგი მიდგომები არ უნდა არსებობდეს და ყველასთვის პრინციპულად ერთიანი მიდგომა უნდა იყოს.” - აღნიშნა ბერიკაშვილმა.