06.მარტი .2020 20:20

სოსო ბერიკაშვილი: „შეზღუდავ ფრენას ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან და მეორედან შემოვა“

views 384
უკან

ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში, კორონავირუსის ფონიდან გამომდინარე, იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეჩერების საკითხი განიხილა.

„არ მგონია, რომ იტალიასთან ფრენის შეჩერება შედეგიანი იყოს, რადგან ევროკავშირს შიდა საზღვრები არ აქვს. შეზღუდავ ფრენას ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან და მეორედან შემოვა“, - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.

ამასთან, ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ამ მოცემულობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების თვითშეგნება და პასუხისმგებლიანობა.

„ყველა ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იტალიაში იყო, კარანტინში და იზოლაციაში რომ მოათავსო, ამის რესურსი საქართველოს ამ პირობებში არ აქვს. ამიტომ, მოქალაქეებმა თვითონაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა“, - დასძენს ეკონომისტი.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა