მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე ანტიკრიზისულ გეგმას აპრილის ბოლოს ელოდება - "დღეს მეხანძრეების როლში ვართ"

5e860bc49c90c
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.20 20:05
971
"დაახლოებით, აპრილის ბოლოს გაირკვევა ეკონომიკური პრობლემების სიღრმე - თუ სად ვიმყოფებით ჩვენ", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ tv „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს ბიზნესი და ხელისუფლება მეხანძრეების როლში არიან და ლოკალურ პრობლმებებს მაქსიმალურად მოკლე დროში აგვარებენ და აპრილის ბოლოსთვის მთავრობას უნდა ჰქონდეს ანტიკრიზისული პროგრამა, რომლის მიხედვითაც იმოქმედებს.

"ეს ის პერიოდი იქნება, როდესაც უკვე ანტიკრიზისული პროგრამა უნდა დადოს ხელისუფლებამ და დაიწყოს მასზე მუშაობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან ბიზნესი ან ხელისუფლება ელოდება ამ მომენტს. გარკვეულ ღონისძიებებზე ყოველდღიურად არის საუბარი და ეს შეგვიძლია ჩავშალოთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბიზნესშიც არის განწყობა იმის, რომ ყველაზე მთავარია რომ მთავარ პრობლემას გავუძლოთ, თორე გამოწვევები ბიზნესში დღეს უკვე ძალიან დიდია და ეს შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

დღეს ბიზნესი და ხელისუფლება ყველანი მეხანძრეების როლში ვართ. 2-3 კვირის წინ, როდესაც გვქონდა პრემიერთან შეხვედრა, რომელიც ხშირად ხვდება ბიზნესს, ყველა საკითხი კონკრეტულ მომენტში, რომელიც არის "ჩასაქრობი", კონრეტულ მომენტში, რომელიც არის მისახედი, დავაყენეთ ხელისუფლების წინაშე, ასოციაციის ფუნქციაც ეს არის, რომ ადვოკატირება გავუწიოთ ჩვენს ბიზნეს კომპანიებს.

მაგალითად, ის პრობლემა, როდესაც გარკვეულ სექტორებს საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდათ, ჩვენ წიაღში დაიბადა აზრი, ასევე დღგ-ისთან დაკავშირებული საკითხი, რომ 600 მლნ ლარით მეტს დააბრუნებს ხელისუფლება; 2 მლრდ-იანი ეკონომიკის სტიმულირების, დახმარების პაკეტი - ყველაფერი ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს იმის ფონზე, ვთქვათ, რა ვითარებაც იქნება იმ პერიოდის გადავლის მერე, რასაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქვია“, - განაცხადა ფხაკაძემ.