„ვისოლ ჯგუფი“ სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში გააქტიურებას გეგმავს. როგორც კომპანიის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა, ბაზარზე ახალი ბრენდი მომავალ წელს გამოჩნდება.
ბიზნესმენი დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ უკვე მზადაა ყველა ატრიბუტი, რაც ახალ ბრენდს სჭირდება.
„ძალიან დიდი ხანია, საქართველოში საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს ვაშენებთ. ჩვენი მთავარი მოიჯარე არის „კარფური“; ასევე, გვყავს რამდენიმე სხვა მოიჯარეც საცალო სექტორიდან. ახლაც ერთ-ორ ადგილას ვაშენებთ სავაჭრო ცენტრებს. 10 წელზე მეტია ამას ვაკეთებთ და ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა უძრავი ქონების განვითარების კუთხით.
მოგეხსენებათ, ამ სფეროში არსებობს მეორე მიმართულება - ესაა სამშენებლო-დეველოპერული საქმიანობა - საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და გადავწყვიტეთ, ამ სექტორშიც შევიდეთ.
ინგლისურ კომპანიასთან ერთად ვიმუშავეთ და შევქმენით ახალი ბრენდი, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ. პირველ საცხოვრებელ ბინას ბაზარს 2023 წელს შევთავაზებთ.
ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ძლიერი და მსხვილი დეველოპერული ორგანიზაცია საქართველოში. ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას და ადამიანების დასაქმებას ქვეყანაში. ასე უნდა ვფიქრობდეთ ყველა, რომ ძლიერი ეკონომიკა გვქონდეს.
ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ ვიტყვი - ძლიერი ეკონომიკა არის ქვეყნის წარმატების მთავარი ფორმულა და ძლიერ ეკონომიკას ქმნის ძლიერი ბიზნესი“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ #რედაქტ2-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის: გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პირველი არხის შენობა "ვისოლ ჯგუფმა" 77 მლნ ლარად შეიძინა. როგორც სოსო ფხაკაძე აცხადებს, საზმაუს შენობის ადგილას მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი