მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე: ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმება მართებულად არ მიმაჩნია

5dcab524549e3
თელარა გელანტია
12.11.19 17:33
2708
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძე ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმების იდეას არ ემხრობა.

საქმე იმაშია, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის.

„საერთოდ, ნებისმიერ ბიზნეს-გარემოს ქმნიან ადამიანები. ჩვენ, ჯერჯერობით, არ ვართ ევროპული ქვეყანა და წლები დასჭირდება, რომ ისეთი ბიზნეს გარემო იყოს ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, მოიტანს ძალიან მაღალ ეკონომიკურ ზრდას, უმუშევრობის დონე იქნება ძალიან დაბალი და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან დიდი პერიოდი სჭირდება და ასეთ პირობებში, ჩემი მოკრძალებული აზრით, რასაკვირველია, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმება, არ მიმაჩნია მართებულად“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ და დასძინა, რომ როგორც უკვე ყოფილ ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან, ისე მის წინამორბედებთან BAG ეფექტიანად თანამშრომლობა და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

„ჩვენ ამ ინსტიტუციასთან პირველივე დღეებიდან ძალიან ეფექტურად ვთანამშრომლობდით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო ჩვენ შორის თანამშრომლობა და ასეც გაგრძელდება. რასაკვირველია, ჩვენ შევხვდებით ნებისმიერს, ვინც გახდება ბიზნესომბუდსმენი და გავაგრძელებთ პროფესიულ ფორმატში თანამშრომლობას, რაც ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას“, - აღნიშნა BAG-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის პოსტი გუშინ საკუთარი ნებით დატოვა. პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ახალი ბიზნესომბუდსმენი ჯერ არ დაუნიშნავს.