საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და "ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ tv "პირველზე", დიანა ტრაპაიძის გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა, რომ დღეს ბიზნესი ხელისუფლებამ აქეთ უნდა გაამხნევოს. საქმე იმაშია, რომ ჟურნალისტმა ბიზნესმენს მისი ცნობილი ფრაზა - "პრემიერი გავამხნევეთ" შეახსენა და ჰკითხა: ვის სჭირდება დღეს გამხნევება - გიორგი გახარიას თუ ბიზნესს?
„მთელი ცხოვრება ვცდილობ, პოზიტიური ადამიანი ვიყო. ყოველ დილით ჩემს ასისტენტს ვამხნევებ, თანამშრომლებს ვამხნევებ, ბიზნეს ასოციაციაში როდესაც ვინმეს ვხვდები, ვცდილობ პოზიტიური ვიყო. მით უმეტეს წარმოიდგინეთ, როდესაც დღეში 2 000 – 3000 ინფიცირების შემთხვევაა და ამ დროს თუ ბიზნესმენმა ხელისუფლება გაამხნევა, ამაში ცუდი არაფერია... თქვენც გამხნევებთ და მთელ საქართველოს... მხნედ უნდა ვიყოთ და რაღაცნაირად გადავრჩეთ ამ სიტუაციაში. დღეს, რასაკვირველია, აქეთ არის ბიზნესი გასამხნევებელი და უნდა გაამხნევოს ხელისუფლებამ და ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს ამისთვის“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე - შეძლო თუ არა პრემიერმა კერძო სექტორის გამხნევება, სოსო ფხაკაძემ უპასუხა, რომ საშემოსავლო გადასახადზე შეღავათების გაგრძელების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილად გამხნევებას ნიშნავდა, თუმცა ბიზნესისთვის ეს საკმარისი არ იქნება.
„აბსოლუტურად გულახდილად ვამბობ, რომ საშემოსავლო გადასახადი ასეულობით მილიონ ლარს ეხება და ამ შეღავათის კიდევ 6 თვით გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია; ამას გეუბნებით როგორც ბიზნესმენი; ვიცი, რა მდგომარეობა მაქვს საკუთარ კომპანიებსა და ბიზნესებში. ჩვენი წევრები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვთხოვდნენ ამას, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ გულახდილად ვამბობ, რომ ეს არ იქნება საკმარისი“, - განაცხადა "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა