მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე: კომპანიებმა, რომლებმაც ადაპტირება სწრაფად შეძლეს, უკეთეს მდგომარეობაში არიან

5fecc5da258c2
თამთა ჯიჯავაძე
30.12.20 23:40
993
ძალიან მნიშვნელოვანი იყო საწყის ეტაპზე რამდენად სწრაფად შეძლებდნენ კომპანიები ადაპტირებას იმ გარემო პირობებთან, რომლებიც ასე უცებ შეიქმნა ჩვენ ირგვლივ, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ კომპანიებმა, რომლებმაც ადაპტირება სწრაფად შეძლეს, დღეს უკეთეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ კომპანიებმა რომლებმაც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლეს ადაპტირება, ვერ იქნებიან კარგ მდგომარეობაში და ეს ბუნებრივია.

„ის სექტორები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ, რაც არ უნდა გააკეთონ, რაც არ უნდა ეცადონ, რომ ვითარება გააუმჯობესონ, როცა მომხმარებელი არ არის სავაჭრო ობიექტებში, სასტუმროებში და სანამ ზოგადად არ შეიცვლება კონიუქტურა, მათ ბუნებრივია მძიმე მდგომარეობაში მოუწევთ ყოფნა“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისივე თქმით, პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, სასტუმროები და განთავსების ობიექტები.